პიკის საათი - 09.11.2022
პიკის საათი - 09.11.2022

1) #კოლეგა – გულიკო მაჩაბლიშვილი

საქართველოს რადიოს ცენტრალური სააპარატოს ინჟინერი, რადიოში მუშაობის ოცდათერთმეტწლიანი სტაჟი და ერთგულებით, გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით დამსახურებული სიყვარული.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „დამსხვრეული შუშების ღამე“

9 ნოემბერს ფაშიზმის, რასიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ამ დღის აღნიშვნას ეგრეთ წოდებული „დამსხვრეული შუშების ღამე“ დაედო საფუძვლად.

ფაშიზმი, რასიზმი და ანტისემიტიზმი – ისტორიები ტერმინებს მიღმა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) როზაცეა და მისი მკურნალობა

როზაცეა კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა და მისი დამახასიათებელი სიმპტომი კანის სიწითლე, თვალების გაღიზიანება და შეწითლება, კანის შეშუპება და ანთებითი გამონაყარია.

როზაცეის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს დაავადბების განვითარებას.

რესპონდენტი: ლელა ლომიძე – დერმატო-ვენეროლოგი

ავტორი:ეკა ხითარიშვილი

 

4) I Believe/მჯერა – საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე  

„ეს სიმღერა უშუალოდ მარიამისთვის დაიწერა. საერთოდ, სიმღერის ინსპირაციას ყოველთვის მაძლევს ბავშვი, ვისთვისაც მას ვწერ“ – გიგა კუხიანიძე.

სიმღერა I Believe/მჯერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტი ბენი ქადაგიძესა და ირუ ხეჩანოვს ეკუთვნის. კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი იზა ნადარეიშვილი და ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი.

სტუმრები: მარიამ ბიგვავა – საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე

გიგა კუხიანიძე – სიმღერის ავტორი

 

5) „შემოდგომის ლეგენდა“ 2022

14 წელია ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის საშუალებას აძლევს.

წლევანდელი კონკურსის თემად შეირჩა – მეზობელი.

ნოემბრის ბოლოს 10 კონკურსანტიდან სამი საუკეთესო დაჯილდოვდება, ხოლო ათივე ნაშრომი კრებულად დაიბეჭდება.

სტუმრები: ნინო კალანდია – პროექტის მენეჯერი

მაკა ლდოკონენი – მწერალი; ჟიურის წევრი

 

6) „უი“ – ტყუილ-მართალი კოფეინისა და ყავის შესახებ

– კოფეინი იწვევს დამოკიდებულებას;

– ორსულებისთვის ყავის მირთმევა რეკომენდებული არ არის;

– კოფეინი ვნებს გულსისხლძარღვთა სისტემას და ზრდის არტერიულ წნევას;

– ყავა მავნებელია კბილებისთვის – გავრცელებული მითები კოფეინის შესახებ.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: