პიკის საათი - 14.11.2022
პიკის საათი - 14.11.2022

1) მურმან ლებანიძე – 100

პოეტის საბავშვო პოეზია, გალექსილი ზღაპრები და ცნობილი იტალიელი მეზღაპრის ჯანი როდარის ცნობილი ნაწარმოების პოეტური თარგმანები.

რესპონდენტი: მარიამ წიკლაური – საბავშვო პოეტი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) მურმან ლებანიძე – 100

„მურმან ლებანიძის პოეზია ქართველ ერს კეთილ მეგზურად მოსდევს. მისი სიტყვა უკვდავია, მისი ლექსი უკვდავია, მისი ბგერა მარადიული თანამდევია ქართველი ერის.

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი,

არა დაღვრის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,

არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია“, – 70-იან წლებში ეს სიტყვები ბომბის სროლას უდრიდა. ეს ლექსი მართლა ჰიმნად იქცა და მასზე გმირები იზრდებოდნენ“, – ავთანდილ არაბული.

14 ნოემბერს მეცნიერებათა აკადემია მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სატელეფონო ჩართვა: ავთანდილ არაბული – არ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი

 

3) „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა“

ასტრიდ ლინდგრენი დაბადებიდან 115 წლის შემდეგაც ბავშვების საყვარელი ავტორია. გარდა უსაზღვრო მხიარულებისა, მისი შემოქმედება ხშირად ჩვენთვის გაუცნობიერებელ სევდასაც გვგვრის. ამის მიზეზი მწერლის მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება აღმოჩნდა, რომელზეც იენს ანდერსენმა წიგნი „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა“ დაწერა.

ასტრიდ ლინდგრენმა შეძლო ამ გამოცდილებისთვის შესაბამისი ფორმები ეპოვა, რათა ბავშვებისთვის რეალურ სამყაროზე შეფარულად, თუმცა, მაინც მოეთხრო. მიუხედავად ასეთი სათუთი დამოკიდებულებისა, მისი შემოქმედების არაერთგვაროვან შეფასებებსაც წააწყდებით.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) მუსიკაში ნაპოვნი თავისუფლება

ხუთი წლის ასაკში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მღეროდა. საქართველოში ერთ-ერთი პირველი როკ-მომღერალი ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ როკს საბჭოეთში არ წყალობდნენ, ანსამბლს არასოდეს აკლდა თაყვანისმცემელი.

რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა სამშობლო 1998 წელს დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში გადავიდა. მისი მოღვაწეობა დღემდე მუსიკას უკავშირდება.

რესპონდენტი: თამრიკო დავითაშვილი – ხელოვანი; Georgians in USA Awards – დამფუძნებელი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

5) ლეო ანთაძე – 90

12 ნოემბერს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ლეო ანთაძე 90 წლის გახდა.

განვლილი გზა, 90-ე შემოდგომა და პირდაპირ ეთერში შესრულებული სიმღერა „ყვავილებში იწვიან“, რომლის ტექსტი ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის, მუსიკა თენგიზ ჩოჩუას, ხოლო ინსტრუმენტთან თავად ლეო ანთაძე ზის.

სტუმარი: ლეო ანთაძე – საქართველოს სახალხო არტისტი; საქართველოს დამსახურებული არტისტი

 

6) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ლადო ტატიშვილი აირჩიეს 

„ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პრობლემების მოგვარებაა, რისი მოგვარების გარეშეც ახლის კეთებას აზრი არ აქვს. დიდი სურვილია ამოვავსოთ ის დეფიციტი, ეს იყოს კულტურის, საგანმანათლებლო-შემეცნებითი არხი. გარდა ამისა, ეს არის კუთხე, რომელსაც უნდა იქცეს აჭარის პიანოს ინსტრუმენტად“, – ლადო ტატიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვლადიმერ ტატიშვილი სამი წლის ვადით აირჩიეს. ახალი დირექტორი მოვალეობის შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: