პიკის საათი - 16.11.2022
პიკის საათი - 16.11.2022

1) „მე ეს შემიძლია, მე ეს შემიძლია!..“ 

გაიცანით 12 წლის უსინათლო სებასტიან ფილორამო, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკოლექციო ალბომის მარკები ბრაილის შრიფტით თარგმნა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) შიდა ეზოების პარკინგის პრობლემა საქართველოში

დედაქალაქში პარკინგის არასაკმარისი ადგილების მუდმივი პრობლემაა.

ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს როდესაც კონკრეტულ ადგილას ფიზიკური პირი ავტომობილის გაჩერებას გვიკრძალავს, არადა ქართული კანონმდებლობის მიხედვით არავის აქვს უფლება ადგილი თვითნებურად მიისაკუთროს და სხვისი ავტომობილის გაჩერება აკრძალოს.

საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ მანქანის პარკირებას საათობრივი საფასური არ ეხება.

რესპონდენტი: შალვა ობგაიძე – საავტომობილო ექსპერტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ასპირინი საკვების შესანახად?

პრეპარატი, რომელი საწებლის, კომპოტისა თუ მწნილის დიდხანს შენახვის მიზნით გამოიყენება, ზედოზირების საფრთხე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილება.

რესპონდენტი: ნანა გელოვანი – ტოქსიკოლოგი, პროფესორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) La romance Georgianne /ქართული რომანი – ქართველი არტისტი ქალები პარიზში

30 ნოემბერს, პარიზში, სამი ქართველი არტისტი ქალის ჯგუფური გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება ანა დედაბრიშვილის 13 ნამუშევარი, ანი გემაზაშვილის ფერწერა და თამარ თალი თოიძის სკულპტურა.

სტუმრები: თამარ თალი თოიძე, ანა დედაბრიშვილი და ანი გემაზაშვილი

 

5) „ქართველი ქალი კომპოზიტორების მონაცემების და მათი შემოქმედების ციფრული კონვერტირება“

დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ როდესაც ახალი მედია და მედია-ხელოვნების საშუალებებით შესაძლებელია ციფრული კონვერტაციების განხორციელება, რათა თანამედროვე სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ასევე, ხელი შეეწყოს ინოვაციური იდეების განხორციელების და კულტურული ცხოვრების გააქტიურების ხელსაყრელ პირობებს, ჩრდილში არის მოქცეული ქალი-კომპოზიტორების მოღვაწეობა.

ეს ეხება, თუნდაც ახლო წარსულში, მოღვაწე მუსიკოსებს, რომელთა ნაწარმოებები თავის დროზე ინტერესს იწვევდა. დღეს კი მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობა აბსოლუტურად უგულებელყოფილია, სახელებიც, ფაქტობრივად, მივიწყებულია.

ყურადღებას საჭიროებენ დღეს მოქმედი ქალი-კომპოზიტორებიც, რომელთა შემოქმედებითი ნიმუშების რეალიზაციას სჭირდება ხელშეწყობა.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი „ქართველი ქალი კომპოზიტორების მონაცემების და მათი შემოქმედების ციფრული კონვერტირება“.

სტუმარი: ლელა მაქარაშვილი – კომპოზიტორი, მუსიკალური კომპოზიციის პედაგოგი, შემსრულებელი

 

6) „უი“ – ანდაზების ტყუილ-მართალი

„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“, „კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება“, – ანდაზების მთავარი სათქმელი და მათი ინტერპრეტაცია საზოგადოებაში.

რესპონდენტი: დოდო ღლონტი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: