1) რა არის სიხარული
ყველას სურს, რომ სიხარულით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთ სირთულეებთან გვიწევს ჭიდილი, რომლებთან გამკლავებაც რთულია, ხშირად, ცხოვრებისეული გამოწვევები ნელ-ნელა გვაკარგინებს სიხარულს.
არა და სიხარულის შემთხვევაში გამოიყოფა ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები, რაც არა მხოლოდ მენტალურ, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც განაპირობებს.
რესპონდენტი: მარიამ პატარაია – ფსიქოლოგი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) „ცხელი ძაღლი“
„ქართველებისთვის და ქართველების შესახებ; საკუთარი თავისა და ქვეყნის თავაგადასავალი“, – ასე განმარტავს „ცხელი ძაღლის“ სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერი სერიალის მნიშვნელობას და ამითვე ხსნის ახალი თაობის ინტერესს ფილმისადმი.
რესპონდენტი: კოტე ჯანდიერი – მწერალი, სცენარისტი.
ავტორი: ელენე ტუშური
3) პირველი არხი – ტელესკოლა მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის მეორე სეზონს იწყებს
V-VI კლასის მოსწავლეებს ყოველ შაბათს, 19:00-დან 20:00-მდე, საშუალება ექნებათ ჩაერთონ იმ კონკრეტული კვირის (და პარალელურად საერთო, ჯამური რეიტინგის) ოლიმპიადაში.
ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღებს.
რესპონდენტი: მარიამ ურუშაძე – მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის პროდიუსერი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) ანსამბლი „იადგარი“
ბავშვთა ფოლკორული ანსამბლი „იადგარი“ სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ფოლკლორს აზიარებს.
„ჩვენ ყველა ჩამოვდივართ რაიონიდან და, სამწუხაროდ, აღარ ვბრუნდებით მშობლიურ კუთხეში. მაქვს იმედი, რომ დედაქალაქიდან მოშორებულ რეგიონებში სახელოვნებო წრეებისა და სტუდიების პრობლემა მალე მოიხსნება“, – ქეთი კვირკელია.
სტუმარი: ქეთი კვირკელია და ნათია ოქრუაძე – ანსამბლ „იადგარის“ ხელმძღვანელები.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) „ხასანბეგურას“ საერთაშორისო აღიარება
საქართველოს პირველმა არხმა ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე – Svetozar Stracina Grand Prix – წარდგენილი სიმღერით „ხასანბეგურა“ სპეციალური პრიზი – „ხალხური მუსიკის საუკეთესო ჩანაწერი“ მოიპოვა.
კონკურსი სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იყო ორგანიზებული. ხალხური მუსიკის მე-11 საერთაშორისო კონკურსში 12-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
„ხასანბეგურას“ შემსრულებლები გურიის სოფელ ზემო აკეთის მცხოვრებლები და ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები არიან, ჩანაწერის ავტორი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ჟურნალისტი, ხალხური გადაცემების – „ჩაკრულო“ და „ტრადიციული მუსიკა“ ავტორი და წამყვანი დავით ცინცაძეა, ხმის რეჟისორები – რამაზ ჭურაძე და ბაკო ხვიჩია.
ნიმუში ჩაწერილია ხუხუნაიშვილებთან დაკავშირებული ექსპედიციის დროს ზემო აკეთში, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეზე, სუფრასთან.
სტუმარი: დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.
სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
6) საკურას ყვავილობა ბოტანიკურში
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 8 და 9 აპრილს საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, დამთვალიერებლები შეძლებენ შეიძინონ იაპონური ჩაი, თემატური ხელნაკეთი ნივთები, ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელსაც წარუძღვება მისი აღმატებულება საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე, რომლის შემდეგაც იაპონური საბრძოლო ხელოვნების – კენდოს წარმოდგენა გაიმართება.
სტუმარი: სოფო მეტრეველი – თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: