პიკის საათი - 06.04.2023
პიკის საათი - 06.04.2023

1) „დარისპანის გასაჭირი“ ღია ცის ქვეშ

„თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი“ და „გლობალ თეატრი“ წარმოგიდგენთ დავით კლდიაშვილისეულ სურათებს სოფლის ცხოვრებიდან.

სატელეფონო ჩართვა: დენის ჯოხაძე – რეჟისორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

2) ბავშვის განვითარების ასაკობრივი კრიზისი და მისი დაძლევის გზები

ასაკობრივი კრიზისის დადგომის პერიოდში ბავშვი ახალ უნარებს იძენს და მათ გამოყენებას იწყებს. როდესაც მას მშობელი ზღუდავს და არ აძლევს ახალი უნარის გამოვლენის საშუალებას, პატარას ასაკობრივი კრიზისი ეწყება.

მოთმინება და გულწრფელობა საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს კი ჩვენს შვილებს მისცემს აზრის გულწრფელად გამოხატვის საშუალებას, შეუქმნის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს.

კრიზისული პერიოდი დროებითია მას ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის.

რესპონდენტი: ნინო ტაბუცაძე – გეშტალტთერაპევტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „ფოლადის მაგნოლიები“ – ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი

აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის მსხვერპლი, ის, ვინც წამებით სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ახალი ჩილეს სიმბოლო გახდა.

მიშელ ბაჩელეტი ლათინური ამერიკის ისტორიაში ჯერ შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელსაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ანდეს, შემდეგ კი პირველი ქალი, რომელმაც სამხრეთამერიკული ქვეყნის პირველი პირის სტატუსი პირდაპირი არჩევნების გზით მოიპოვა.

ავტორი: სოფო გოდუაძე

 

4) „შინიდან გარეთ“

6 აპრილს, ტალინში მიხეილ გოგავას და სტივ ვანონის გამოფენა გიახსნება.

გალერეა OKAPI-ის კიდევ ერთი ქართულ-ესტონური არტისტული პროექტი, რომელიც ქართველი და ამერიკელი მხატვრების კოლაბორაციით კუნძულ საარეამაზე მდებარე არტ რეზიდენციაში შეიქმნა.

რესპონდენტები: თეკლა ქველაძე – გალერეა OKAPI-ის ქართულ-ესტონური პროექტების კომუნიკაციების კონსულტანტი,

თემურ ხვინგია – გალერეა OKAPI-ის დამფუძნებელი,

მიხეილ გოგავა – მხატვარი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

5) ჯამლეტ ხუხაშვილის გახსენება

სტუმარი: თემურ ჯაფარიძე.

წამყვანი: ელენე ბილიხოძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: