პიკის საათი - 21.03.2023
პიკის საათი - 21.03.2023

1) ნოვრუზ ბაირამი მარნეულში

რესპონდენტები: თემურ შუბითიძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

2) 21 მარტს დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

რესპონდენტები: ლია ტაბატაძე – დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) დაუნის სინდრომის მქონე დასაქმებული ადამიანები

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსაქმებლების სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხის გაზრდა, იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავის კომპანიებში და ორგანიზაციებში დაასაქმონ.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ის სივრცეა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობები რეალიზებული და აღიარებულია.

რესპონდენტები: მირანდა ძიძიგური – საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი,

გიგო შიუკაშვილი – მსახიობი; ბარმენი, ლევან გოცაძე – ფოტოგრაფის თანაშემწე,

მარი ბერიკელაშვილი – თეატრის InForm მოცეკვავეების დასის წევრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) სიტყვის ძალა

„ადამიანებმა ისწავლეს ლაპარაკი და არა საუბარი!

როდესაც ადამიანი ტყუის, ეს უკვე ყბედობაა. ყბედობა ეთერს აჭუჭყიანებს. გაჭუჭყინებული ეთერი კი ეპიდემიას, პანდემიას და ავადმყოფობებს ბადებს ადამიანებში“, – ალეკო შუღლაძე.

რა გავლენა აქვს სიტყვას ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე?

მართლა მწარეა თუ არა სიმართლე და როდის არ შავდება თქმით?

სტუმარი: ალეკო შუღლაძე – მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ქართული ჟურნალისტიკის  სინდისი

საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით მივდივართ? ქართული ჟურნალისტიკის პროგრესი თუ რეგრესი?

რა ხდება ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში?

რესპონდენტები: თამაზ ჯოლოგუა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,

ნათია კუპრაშვილი – ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხემლძღვანელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

6) პიტერ მაკ-მილანი

17 მარტს, იაპონურ ცენტრს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ჰიროუკი მორი და ირლანდიელი მთარგმნელი პიტერ მაკ-მილანი სტუმრობდა, რომელმაც იაპონურ პოეზიაზე ისაუბრა.

პიტერ მაკ-მილანი, როგორც მთარგმნელი, პოეტი და ხელოვანი, მეტად საინტერესო პიროვნებაა და მუდამ გულღიად საუბრობს საკუთარ შემოქმედებით პროცესზე.

პიტერ მაკ-მილანი – მთარგმნელი და პოეტი, კომპანია Tsukinofune Co.-ის დამფუძნებელი და დირექტორი, იაპონური ტელეარხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: