პიკის საათი - 05.04.2023
პიკის საათი - 05.04.2023

1) მწერალი ბავშვები

– 2023 წლის 9 მარტს 4 წლის საიდ რაშიდ ალმჰეირი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელიც უკვე წიგნის ავტორია. წიგნს ასე ჰქვია „სპილო სეიდი და დათვი“

– 13 წლის ნიკოლოზ ლოლაძე წერისას დიალოგებით, ხოლო ხატვისას პერსონაჟების თვალებით საუბრობს და სურს, რომ მისი წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღონ.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე

ძველ წიგნებთან განშორების სევდამ, რომელიც ბევრ ადამიანს ნოსტალგიურ განცდას უქმნის, ბუკინისტ სალომე დავითულიანს XVIII-XX  საუკუნის (რევოლუციამდე) წიგნების შეგროვება გადააწყვეტინა.

ბუკინისტური „წიგნის სახლის“ ერთ-ერთი, ანტიკვარული წიგნების კუთხე  200-მდე უნიკალურ ეგზემპლარს მოიცავს. მათ შორისაა ქართველი მწერლების თანამედროვე ბუკინისტური გამოცემების ყველაზე მრავალფეროვანი კრებული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების წიგნები.

რესპონდენტი: სალომე დავითულიანი – ბუკინისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „საქართველო-იაპონია, საუკუნის მესამედი“

„საქართველო-იაპონია, საუკუნის მესამედი“ ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმია, რომელიც იმ ქართველების შესახებ მოგვითხრობს, ვინც საკუთარი ცხოვრებით მჭიდროდ დაუკავშირდა იაპონიას.

რას ჰყვებიან იაპონიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარმატებულ ქართველებზე?

სტუმარი: ირაკლი მეზურნიშვილი – ფილმის ავტორი; საქართველოს პარლამენტის წევრი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“

„თითოეული ჩვენგანი, საკუთარი ოჯახით, ერთი დიდი ოჯახის ნაწილია; ჩვენ ერთად ვმღერით, სიყვარულით ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვიცავთ მამაპაპისეულ ტრადიციებს“

„ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“ დისტანციური მეთოდით ჩაწერილი აუდიოალბომის პირველი პრეცედენტია ქართულ მუსიკალურ-ფოლკლორულ აუდიოსივრცეში.  ალბომში შევიდა თეა კასაბურის, ვიქტორია სამსონაძის, მაია გელაშვილის, მაკა ხარძიანის, ქეთევან ბანცაძის, ანა ყელბერაშვილის, ნატალია ჩაკვეტაძის, ნინო თუშიშვილის, სოფიკო კოტრიკაძის, სალომე კაკაბაძის საოჯახო ნომრები, ანსამბლ „ნანინას“ და „ნანინას“ დიდი ოჯახის მიერ შესრულებული სიმღერები.

სტუმარი: ვიქტორია სამსონაძე – ეთნომუსიკოლოგი; პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ესთეტიკური პროცედურების საფრთხე

დაქვეითებული მხედველობა, ნეკროზი, სახის ასიმეტრია თუ ანაფილაქსიური შოკი – არასწორად გაკეთებული ინექციის უარყოფითი შედეგები.

რესპონდენტი: ეკატერინე შალიკიანი – ექიმი-კოსმეტოლოგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: