პიკის საათი - 02.03.2023
პიკის საათი - 02.03.2023

1) 2 მარტს მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება

მუდმივმოქმედ გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნობა პაოლო იაშვილის 130 წლისადმი მიძღვნილ დროებით ექსპოზიციას.

მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი გამოფენა დამთვალიერებელს უამბობს, რომ ქართველ მწერლებს, მიუხედავად უმძიმესი წნეხისა არასდროს შეუწყვეტიათ ფიქრი საქართველოს თავისუფლებაზე და რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის მაგალითები მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა.

რესპონდენტი: ლელა შუბითიძე – მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „არაფრის იმედი არ მაქვს. არაფრის მეშინია. თავისუფალი ვარ“

ნიკოს კაზანძაკისის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა.

ბერძენი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე ცხრაჯერ იყო წარდგენილი, თუმცა არასდრის მიუღია ის. 1957 წელს ალბერ კამიუსა და ნიკოს კაზანძაკისს შორის ერთმა ხმამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის აზრით, კაზანძაკისი მასზე „ასჯერ მეტად იმსახურებდა“. ამ ორ მწერალს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და მეტიც, აღფრთოვანებული იყვნენ ერთმანეთის შემოქმედებით.

„ამ ორი შემოქმედის მკითხველისთვის მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ხმელთაშუა ზღვის გასაოცარ ლანდშაფტს მათ მხატვრულ ბუნებაზე. ინტელექტუალური ოდისეა ხომ ორივემ ზღვიდან დაიწყო?! ასევე ზღვა იყო ის, სადაც ისინი გამუდმებით ბრუნდებოდნენ.“

ზღვა, როგორც თავისუფლების კარიბჭე და იდეა, რომელიც ადამიანურ საზღვრებს შლის და ზეადამიანად აქცევს მას.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია რადგან ამ პრობლემებს შეუძლია, გავლენა იქონიოს ბავშვის განვითარებაზე, საგანმანათლებლო მიღწევებსა და ცხოვრების პროდუქტიულობაზე.

ბავშვებს ყოველთვის აქვთ განცდა ვინ ვარ მე და რას წარმოვადგენ, ამას სჭირდება დროული იდენტიფიცირება და სწორი მიმართულების მიცემა. მოზარდების წინაშე ბევრი გამოწვევაა და სკოლას და საზოგადოებას შესაბამისი მიდგომების და ინფორმაციის ქონა სჭირდება.

სტუმარი: ნონა შიუკაშვილი – კლინიკური ფსიქოლოგი, მოზარდებისა და ზრდასრულების ფსიქოთერაპევტი კამარაში, ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფსიქოლოგი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღეს და მას შემდეგ საფუძვლიანად გადასახლდნენ მარტვილში

პროფესიით ფილოლოგმა ქეთო ნინიძემ მარტვილში გააშენა ვენახი, გახსნა საოჯახო სასტუმრო და უვლის მეურნეობას. ვაზისადმი ინტერესი მას შემდეგ მოვიდა, რაც როგორც ფილოლოგს ღვინის შესახებ წერა შესთავაზეს.

„ვაზს ფერება უნდა და თუ ვენახი გაქვს იქ უნდა ცხოვრობდე, რადგან მას მუდმივი ყურადღება და დაკვირვება სჭირდება“

წიგნი „აპოკრიფული სადღეგრძელოები“ არის მცდელობა იყოს ქართული ღვინის უახლესი ისტორია და მეტად გამახვილდეს ყურადღება ისეთ თემაზე, რასაც აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

სტუმარი: ქეთო ნინიძე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ქვეყანა თამაზ ყურაშვილს ემშვიდობება

„თამაზ ყურაშვილი უდიდესი ადამიანი  იყო, კაცი რომელმაც მთელი საქართველოს და არა მარტო საქართველოს მოსახლეობა გაათვითცნობიერა ჯაზის ხელოვნებაში“, – გაიოზ კანდელაკი.

სატელეფონო ჩართვა: გაიოზ კანდელაკი – თბილისის ბიგ-ბენდის დამაარსებელი; ხელოვნების ქურუმი; თბილისის საპატიო მოქალაქე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: