პიკის საათი - 01.03.2024
პიკის საათი - 01.03.2024

1) თბილისური ნუშისა და იაპონური საკურას ყვავილობის მოლოდინი

ჩართვა: ჯაბა მესხიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

 

2) ნათია კვაშალის გაზაფხული

გაზაფხულის შემობრძანება სიახლეების, ახალი აღმოჩენების, გარდასახვის და პოზიტიური განწყობის საწინდარია. მსახიობ ნათია კვაშალისთვის გაზაფხული ყველაზე მშვენიერია წელიწადის დროთაგან, განსაკუთრებულად უყვარს, რადგან პირველი შვილიც გაზაფხულზე დაიბადა და ამ სეზონზე უკვე მეორის მოლოდინშია.

რესპონდენტი: ნათია კვაშალი – მსახიობი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) გელა ჩარკვიანი – 85

საქართველოს ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე, მწერალი, „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე, რეჟისორი, გელა ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი ნარგიზა გარდაფხაძე, პოეტი ნანა აკობიძე, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა და შეხვედრის მოდერატორი ზვიად კვარაცხელია გელა ჩარკვიანზე სასაუბროდ გვიწვევენ.

რესპონდენტი: ზვიად კვარაცხელია- მწერალი; გამომცემელი.

 

4) ვინ იყო ბათუმელი „ციმციმა“?  

„ინტელიგენტური, მოწესრიგებული, სუფთა და პეწიანი იყო. არასოდეს ბილწსიტყვაობდა და სხვისგანაც არ ღებულობდა ამას. ამით გამოირჩეოდა ქალაქში“, – იზოლდა აბაიშვილი.

„მამის სურათი სულ თან დამქონდა, რომ ყველასთვის მეჩვენებინა როგორი მამა მყავდა“, – ეკა ცინცაძე.

ეს არის სუხიშვილების სოლისტისა და უბადლო მოცეკვავის, ბათუმელი იური ცინცაძის ამბავი.

რესპონდენტები: იზოლდა აბაიშვილი – იური ცინცაძის მეუღლე,

ეკა ცინცაძე – იური ცინცაძის შვილი.

 

5) მაია მიქაბერიძე მრავალშვილიანი დედა და „მრავალშვილიანი“ ლოტბარი  

მრავალშვილიანმა დედამ და „მრავალშვილიანმა ლოტბარმა“ მაია მიქაბერიძემ „პიკის საათის“ სტუდიაში „პატრიარქის ნათლულებთან“ ერთად მოიყვანა გაზაფხული.

ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: