ღია სტუდია - ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესის გაღრმავების აუცილებლობა და მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაცია
„მოქალაქეთა ნაკლები აქტიურობა განპირობებულია თვითმართველობის სუსტი ეფექტურობით და მოსახლეობის მენტალური პრობლემით, დეცენტრალიზაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციით არის გარანტირებული და მისი მთავარი პრინციპია ის, რომ მოქალაქეთა პრობლემები უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა და არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივ რესურსებსა და უფლებამისილებებს შორის უნდა იყოს თანაფარდობა. ევროპული სტანდარტების მისაღწევად და რეალური დეცენტრალიზაციის განსახორციელებლად ქვეყანას გარკვეული დრო, 7-8 წელი დასჭირდება“.
„რეალური თვითმართველობის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ინვესტიციების მოზიდვა შეძლონ. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია ინვესტიციების განხორციელება ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მაგ. წყლის ტარიფი და მომსახურების ფასები საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთნაირი არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ადგილობრივ დონეზე უნდა წყდებოდეს. ამას ითვალისწინებს ერთ – ერთი ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.
სტუმარი: დავით ზარდიაშვილი – თვითმმართველობის ექსპერტი.