ღია სტუდია - საშიში ნარკოტიკი ბაზარზე
ღია სტუდია - საშიში ნარკოტიკი ბაზარზე

„არის თუ არა პრეპარატი „ფენტალინი“ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი, ამის თქმა არ შემიძლია. ზოგადად კლუბებში ამ პრეპარატს არ მოიხმარენ. სავარაუდოდ, ამ ახალგაზრდამ შეიძინა ემ დი ემ ეი, რომელშიც საშიში ნივთიერება იყო შერეული; ასეთი საშიში ნივთიერების მიკროსკოპული ოდენობაც კი საკმარისია ზედოზირებისთვის და ფატალური შედეგისთვის“, – განაცხადა დავით სუბელიანმა.

„პრეპარატ „ფენტალინს“ საქართველოში ანესთეზიოლოგები იყენებენ გაუტკივარებისთვის. ჩვენთან იგი ჰეროინის მსგავსად დასჯად პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. ვინც იცის, თუ რას წარმოადგენს ეს პრეპარატი, ნარკოტიკული თრობისთვის მას არ გამოიყენებს. ის ძალიან საშიში და ჰეროინზე ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა ხდება ისე, რომ შეიძენენ სხვა ნივთიერებას და აღმოჩნდება რეალურად სხვა. საქართველოში გასაღების მიზნით „ფენტალინსპლასტირებიდან ან სამედიცინო ნარჩენებიდან არავინ ამზადებს. მისი დამზადება საქართველოში გამორიცხულია“. – განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

„ზედოზირების შემთხვევაში პრეპარატი „ნალოქსონი“ უნიკალური საშუალება არ არის. ის დადებითად მხოლოდ ოპიატების ჯგუფზე მუშაობს. კლუბური ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში მისი გამოყენება დაუშვებელია და უკუეფექტს იწვევს. „ნალოქსონი“ ნებისმიერი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების აფთიაქშია. სააფთიაქო მაღაზიებში კი ის მხოლოდ რეცეპტებით გაიცემა. „ნალოქსონს“ ხანმოკლე მოქმედება აქვს და მისი მიღების შემთხვევაში მომხმარებელმა მაინც აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს“,- განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

სტუმარი: გური მენაბდიშვილი – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

სატელეფონო ჩართვა: დავით სუბელიანი – თეთრი ხმაურის მოძრაობა.