ღია სტუდია - განულებული საბანკო ვალდებულებები
ღია სტუდია - განულებული საბანკო ვალდებულებები

„უიმედო საბანკო დავალიანებების გასასტუმრებლად და ე.წ შავი სიების გასაუქმებლად ტექნიკური მხარე იოლად მოსაგვარებელია, მთავარია პოლიტიკური ნება ; რაც შეეხება პატიოსან გადამხდელებს და სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს, მათ სოციალური უსამართლობის შეგრძნება უჩნდებათ. ამავე დროს, არ არის გამორიცხული მოქალაქეებმა მომავალშიც იფიქრონ, რომ მათ ვალს სხვა გაისტუმრებს და ახლადაღებული ვალების მომსახურებაზე შეგნებულად თქვან უარი . აქედან გამომდინარე მე ასეთ ინიციატივას არ მივესალმები “ – ლია ელიავა.

„საბანკო დავალიანებების დაფარვა არის ფაქტიურად სოლიდარული აქტი; თუმცა ეს ინიციატივა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ უკავშირდება. ჭარბვალიანობის პრობლების მოგვარებაზე ჩვენი ხელისუფლება უკვე დიდი ხანია მუშაობს . რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამ პროცესში „ვივუს ჯი“ არ მონაწილებს. ეს კომპანია „ ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის სახელს უკავშირდება. შესაძლოა, ეს გახდა მისი მხრიდან უარის მიზეზი“- ნუკრი ქანთარია

სტუმარი: ლია ელიავა – ეკონომისტი.

სატელეფონო ჩართვა: ნუკრი ქანთარია – ქართული ოცნება.

  

დატოვე კომენტარი