ღია სტუდია - მთავრობის სოციალური პოლიტიკა და ახალი სოციალური ინიციატივები
ღია სტუდია - მთავრობის სოციალური პოლიტიკა და ახალი სოციალური ინიციატივები

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამოხმაურება თუ 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ციფრებში წინაასწარ გააზრებული ფინანსური პარამეტრები ;

არის თუ არა სოციალური პოლიტიკა ეკონომიკური ვითარების ადექვატური
სტუმარი: ირაკლი მაკალათია – ეკონიმიკის დოქტორი ;

დიმიტრი ხუნდაძე– პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე( სატელეფონო ჩართვა)

„ის, რომ 2019 წელს საბიუჯეტო ხარჯების 40 პროცენტი შემწეობებზე დაიხარჯება, ქვეყნის უკიდურესი სიღარიბის მანიშნებელია; ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები მუშაობის შემთხვევაში შემწეობებს არ დაკარგავენ, პრობლემას მხოლოდ დროებით, ნაწილობრივ გადაჭრის . ხელისუფლების მთავარი ძალისხმევა ქვეყნის მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენისკენ უნდა იყოს მიმართული“ – ირაკლი მაკალათია

„არსებობს ბევრი მოუგავრებელი პრობლემა, რომელიც სათავეს რამდენიმე ათეული წლის წინ იღებს . ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი სწორედ ბავშვებზე გავაკეთეთ. ოჯახი თითოეულ ბავშვზე 20 ლარს მიიღებს. ასევე მას 30 ლარის ოდენობის პროდუქტის შეძენა შეეძლება. დეტალების დაზუსტება მათ სოციალური მომსახურების სააგენტოში შეეძლებათ“- დიმიტრი ხუნდაძე

„ახალი წლიდან ამოქმედდება მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები. ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 300 ათასია, ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ. საქართველოში ასეთი 12 ათასზე მეტი ოჯახია. მთავრობა 4 და მეტ შვილიან ოჯახებს წელიწადში 240 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავს ; ყოველ მომდევნო ბავშვზე სუბსიდირების თანხა 140 ლარით გაიზრდება“ – დიმიტრი ხუნდაძე