ღია სტუდია - პოლიტიკური პაექრობის ანატომია პირველიდან მეორე ტურამდე
ღია სტუდია - პოლიტიკური პაექრობის ანატომია პირველიდან მეორე ტურამდე

დასაშვები და დაუშვებელი მეთოდები, ურთიერთბრალდებები და ურთირთსიძულვილი. სამხედრო მუნდირის გამოყენების გაუმართლებელი მცდელობა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყოფილი სამხედროების მიერ გამოხატული საჯარო პროტესტი, სამხედრო მოსამსახურეებში და ვეტერანებში დისბალანსის შეტანას ემსახურებოდა. ეს ყურით მოთრეული თემაა და დარწმუნებული ვარ, რომ სამხედროები იქ დადგებიან, სადაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესით ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ“, – განაცხადა თენგიზ შუბლაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თვისება, ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებად შეაფასოს და საკუთარი ინტერესი ყველანაირ ფასად დაიცვას. ამ ძალის წარმომადგენლები ფორმიანი ადამიანის ღირსებასაც კი შეეხნენ“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

სტუმრები: ბაქარ ბერეკაშვილი – პირველი არხის ანალიტიკოსი.

სატელეფონო ჩართვა: თენგიზ შუბლაძე – გენერალ-მაიორი, კობა კობალძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენერალი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი.