ღია სტუდია - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება
ღია სტუდია - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ზეპარტიული პრეზიდენტი, არ აღმოჩნდა დამაჯერებელი ამომრჩევლისთვის. ზურაბიშვილის კამპანია ბევრად უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო და მოეხდინა მისი მთავარი კონკურენტის, გრიგოლ ვაშაძის ლუსტრირება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პოზიტიური ცვლილება ყველა მიმართულებით სახეზეა, თუმცა არსებობს ამის საზოგადოებამდე მიტანის პრობლემა“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

„ქართულ ოცნებას“ აქვს პიარის კომპლექსი და მას სააკაშვილთან აიგივებს, რაც არასწორია. დღეს, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს პოლარიზაცია. ოცნებამ ყოფილი და ამჟამინდელი მომხრეების ტოტალური მობილიზება უნდა მოახდინოს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც კოალიციის წევრი იყო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვაშაძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით თვითლუსტრაცია მოახდინა”, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

„ქართულ ოცნებას“ მიაჩნდა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. მეორე ტური 2012 წლის განმეორება იქნება და საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის რიგებს ვიხილავთ“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძე.

„სრულიად საქართველოს მობილიზაციისთვის ვქმნით საკოორდინაციო შტაბს. ქართველმა ერმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ უნდა დაუშვას. დღეს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია. იმას, რასაც 2012 წელს თავი დავაღწიეთ, ვეღარ დავაბრუნებთ. მეორე ტურში მაღალი პროცენტით უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“, -განაცხადა ია მეტრეველმა.

„ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მის ამომრჩეველს მკვეთრად დაუპირისპირდება დანარჩენი საზოგადოება“,- განაცხადა ვალერიან გორგილაძე.

„ჩვენ მივიღებთ იმას, რომ არჩევნებში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველოში ხალხს კრიმინალური რეჟიმის დაბრუნება არ სურს“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.