ღია სტუდია - 7 ნოემბერი / ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკა
ღია სტუდია - 7 ნოემბერი / ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკა
„2007 წლის 7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის შავი ლაქა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ამ დანაშაულის შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ისინი დღეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში „ქართული ოცნების“ სახელით კვლავ არღვევენ ადამიანის უფლებებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ხალხის მიერ გამოცხადებული ბოლო ნდობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუ ვერ აღიდგენს 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ გამოცხადებულ ნდობას, 2020 წელს ხელისუფლებაში ვეღარ მოვა. რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სამართლიანობა და დაზარალებულების უფლებები უნდა აღდგეს”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ
„დღეს არ არსებობს ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელმაც შესაძლოა, ლარის გაუფასურებაზე იმოქმედოს. ეროვნულ ბანკს შეუძლია ვალუტის კურსის დადგენაში, ვაჭრობაში ჩაერიოს, რეზერვიდან გამოიტანოს დოლარის რაღაც რაოდენობა და გაყიდოს, თუმცა ბანკი ამ პროცესში არ ერევა. ლარის კურსი ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის თავის ნიშნულს და გამყარდება, თუმცა ეროვნული ბანკის ჩარევის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო სწრაფად მოხდებოდა. რაც შეეხება არჩევნებს, ეს ლარის კურსის გაუფასურებაზე არ მოქმედებს. ამის შესახებ პოლიტიკოსების და ზოგიერთი ექსპერტის განცხადებები სწორი არ არის. პროგნოზირება რთული და შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკის გაუფასურება ეკონომიკური მაჩვენებლით არ არის გამოწვეული, მოლოდინი მაქვს, რომ ლარი გამყარებას წლის ბოლომდე დაიწყებს, მას შემდეგ, რაც არჩევნებთან დაკავშირებული უსაფუძვლო აჟიოტაჟი ჩაივლის“, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

სატელეფონო ჩართვა: გოგა ხაინდრავა – რეჟისორი, ნანა კაკაბაძე  ორგანიზაცია „არა ძალადობას“ დამფუძვნებელი

სტუმარი: მერაბ ჯანიაშვილი – ექსპერტი.

 

 

 

დატოვე კომენტარი