ღია სტუდია - 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები
ღია სტუდია - 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

„2019 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რომ ყოფილიყო, იქნებოდა იდეალური, თუმცა ამის ფუფუნებას ქვეყანაში შექმნილი რეალური ვითარება არ იძლევა. 400 ლარამდე პენსიის გაზრდა იმხელა დიდი ტვირთია, რომ მისი დაძლევა დღეს შეუძლებელია. უფროსი თაობის კეთილდღეობა მათი შვილების კეთილდღეობის საპირწონე ვერ იქნება . ბიუჯეტი ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს. 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მაინც უფრო სოციალურად ორიენტირებულია“.

„წლიდან წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო უმუშევრობა მცირდება. ყოველწლიურად იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, თუმცა ევროპულ ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრად ჩამოვრჩებით. გზების პარალელურად სხვა სახის ინფრასტრუქტურაც გეგმურად უნდა ვითარდებოდეს. დღეს ჩვენი რკინიგზა ანაკლიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა სამომავლოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რადიკალურად გაუმჯობესებულია ქვეყანაში ზოგადად ბიზნესისადმი, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესისადმი დამოკიდებულება“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

სტუმარი: ვახტანგ ჭარაია – ეკონომიკის ექსპერტი.