ღია სტუდია - რუსეთმა უარი თქვა გაეროს ეგიდით ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებაზე
ღია სტუდია - რუსეთმა უარი თქვა გაეროს ეგიდით ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებაზე

„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს ლუგარის ლაბორატორიაში. ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ყველა შესაბამის პირებს ყველაფრის ნახვა შეუძლიათ. ეს ლაბორატორია 1937 წლიდან ფუნქციონირებს და დაკავებულია იმის გარკვევით, სად რა ინფექციაა და არის თუ არა ესა თუ ის ინფექცია საზოგადოებისთვის საშიში“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე.

მისი თქმით, 14-15 ნოემბერს იგეგმება საერთაშორისო ინსპექცია ლუგარის ლაბორატორიაში და რუსეთმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

იმნაძის შეფასებით, ლაბორატორიის შემოწმების ამაზე სანდო და წარმომადგენლობით მექანიზმი არ არსებობს.

ბრიგადის გენერლისა და ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის განცხადებით ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში ბევრია აყოლილი რუსულ პროპაგანდას, ამიტომ აუცილებელია ხალხის მეტად ინფორმირება. გენერლის თქმით, ინსპექტირების მიზნით გაეროს ეგიდით ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტების მოწვევა მართებული ნაბიჯია. ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები არის მინიშნება სამხედრო მუქარაზე.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ლუგარის ლაბორატორიის რუსეთის საზღვრებთან არსებობა მიუღებელია. კარასინის განცხადებით, რუსეთი სპეციალურად მიიწვიეს ლუგარის ლაბორატორიაში დაგეგმილ საერთაშორისო ინსპექტირებაზე, რათა შემდეგ მისი მუშაობის ლეგალიზება მოხდეს.

სტუმარი: ამირან სალუქვაძე – თადარიგის გენერალი.

სატელეფონო ჩართვა: პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.