ღია სტუდია - სოციოლოგია - როგორც წინასაარჩევნო იარაღი
ღია სტუდია - სოციოლოგია - როგორც წინასაარჩევნო იარაღი

წინასაარჩევნოდ სოციოლოგიური კვლევებით ფარიკაობა უკვე ქართული პოლიტიკური კულტურისა თუ უკულტურობის ნაწილად იქცა. გამონაკლისი არც ეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ 2 სოციოლოგიური კომპანიის მიერ 2 სხვადასხვა პარტიისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი გვაწვდიდნენ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული შიდა კვლევების ზოგიერთი მონაცემის შესახებ. სამივე პარტია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ სურათს გვთავაზობს და ეს, ცხადია, ამომრჩეველს უფრო აბნევს, ვიდრე ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

 

„თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას სურს, მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევევბის მონაცემები სანდო იყოს, უნდა გახსნას ინფორმაცია ტექნოლოგიის და მეთოდოლოგის შესახებ“, – განაცხადა კახა მაღრაძემ

„საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. გრიგოლ ვაშაძეს დღეს ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

„შიდა კვლევების გამოყენება ხდება პოლიტიკური ძალის მიერ სამოქმედო სტრატეგიის და ტაქტიკის შესამუშავებლად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ

 

სტუმარი: კახა მაღრაძე – ჯეპრას უფროსი კონსულტანტი

სატელეფონი ჩართვა: გიორგი ვაშაძე – მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, ზაზა გაბუნია – პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე