ღია სტუდია - მართლწესრიგის ოფიცრების უფლება-მოვალეობები
ღია სტუდია - მართლწესრიგის ოფიცრების უფლება-მოვალეობები

„მართლწესრიგის ოფიცერი თბილისისათვის სიახლეა. ამიტომაც ჯერ საპილოტე პროგრამა ხორციელდება, რომელიც მხოლოდ ვაკე-საბურთალოს მოიცავს. მართლწესრიგის ოფიცერმა უნდა ჩაანაცვლოს უბნის ინსპექტორი“.

„მართლწესრიგის ოფიცრის მოვალეობა (უბნის ინსპექტორისგან განსხვავებით) აღარ იქნება საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულება,რაც ხელს შეგვიწყობს სრულად ვიყოთ პრევენციაზე ორიენტირებული“.

„საპილოტე პროგრამის განხორციელების შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები პოლიციელებისგან განსხვავებული ფორმებით თბილისის ყველა რაიონში გამოჩნდება“, – განაცხადა სალომე სვანიძემ.

სტუმარი: სალომე სვანიძე – ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების მართლწესრიგის უფროსი ოფცერი, პოლიციის კაპიტანი.