ღია სტუდია - ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია
ღია სტუდია - ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდება 16 დღე. ამ კამპანიის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან ერთად ბევრ ღონისძიებას ვატარებთ ქვეყნის მაშტაბით, რათა ყველამ იცოდეს, იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედოს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში“, – განაცხადა ირმა ალადაშვილმა.

„ძალადობის მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით, შეიცვალა კანონმდებლობა და შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა მოძალადეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს“ – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

სტუმრები: ირმა ალადაშვილი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გოგა ხატიაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.