#ჩაკრულო - „ქართული ხალხური ცეკვა - დავით ჯავრიშვილი“
#ჩაკრულო - „ქართული ხალხური ცეკვა - დავით ჯავრიშვილი“

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული დავით ჯავრიშვილის მიერ მოძიებული და დამუშავებული სამეცნიერო სახის ნაშრომების მიხედვით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა „ქართული ხალხური ცეკვის“ 756 გვერდიანი კრებული გამოსცა.

კრებული საკამაოდ მოცულობითი სამეცნიერო პოპულარული გამოცემაა; კრებულში შესულ, მეცნიერულად დამუშავებულ მასალას თანდართული აქვს ცეკვის ნახაზები, ილეთების გრაფიკული ნახატები პირობითი ნიშნებით, ასევე ცეკვების მუსიკალური თანხლების ნოტები და ფოტოსურათები. წიგნს დართული აქვს მდიდარი სალექსიკონო მასალა.

სტუმრები გამოცემის შემდგენლები ბაია ასიეშვილი და უჩა დვალიშვილი (ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი)

🎙 სხვა სიახლეები..

გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ მგალობელ – მომღერალთა გუნდის – „დიდგორის“ შესახებ, რომელსაც
დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა !

„დიდგორი“ 2003 წელს დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლები.
ანსამბლ „დიდგორის“ შემოქმედების პრინციპული მიმართულებაა – ძველი ხალხური სიმღერების მოძიება და მისი საშემსრულებლო ხასიათის საფუძვლიანი შესწავლა.