ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“..
23 იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლ „სახიობას“ რიგით მე-9 საანგარიშო – სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ტრადიციული და მსოფლიოს ხალხთა პოლიფონიური მუსიკის ნიმუშები შესრულდა.
ანსამბლი „სახიობა“ 2006 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტების მიერ დაარსდა. გუნდს სათავეში ეთნომუსიკოლოგი მალხაზ ერქვანიძე ჩაუდგა..
„სახიობამ“ დაარსების დღიდანვე ავთენტურ საშემსრულებლო მანერათა მრავალფეროვნება წარმოაჩინა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვით ქართული უნიკალური მრავალხმიანობა.
გადაცემის სტუმრები: თამარ გულბიანი – ანსამბლ „სახიობას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მალხაზ ერქვანიძე – ანსამბლ „სახიობას“ ხელმძღვანელი და თორნიკე სხიერელი – ანსამბლის წევრი.