#ჩაკრულო - გურული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატის - გური სიხარულიძის გახსენება
#ჩაკრულო - გურული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატის - გური სიხარულიძის გახსენება

გური სიხარულიძემ ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შემოქმედების განსაკუთრებული და გამორჩეული ხელწერა შექმნა. მის სახელთანაა დაკავშირებული უნიკალური ჩანაწერები, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობისაა. მე-20 საუკუნის უდიდეს გურულ მომღერალ ოსტატთა შორის მან დაიმკვიდრა საკუთარი ღირსეული ადგილი და მრავალი ათეული წლის მანძილზე, მათთან ერთად შექმნა გურული სიმღერის განვითარების და გადარჩენის მყარი საფუძველი.

გური სიხარულიძე სხვადასხვა დროს გახლდათ მაკვანეთის გუნდის (არტემ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით) წევრი, ანსამბლ ,,ელესას” და ,,ვახტანგურის” , ასევე ტრიო ,,შალვა ჩემო”-ს წევრი.

2013 წელს ფონდმა „ქართული გალობა“ გური სიხარულიძე გურული სიმღერის აღდგენა-პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა.

2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმის” წოდება გადაეცა.