#ჩაკრულო - ფოლკლორში მიმდინარე სიახლეები
#ჩაკრულო - ფოლკლორში მიმდინარე სიახლეები

15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის „არუგატო გოზაიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი?!“ პრეზენტაცია გაიმართა.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელისა და მუსიკალური ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის ავტორობით წიგნი „არუგატო გოზაიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი?!“ გამოიცა.
ანზორ ერქომაიშვომა აღნიშნულ წიგნში ანსამბლ „რუსთავის“ საგასტროლო ტურნე აღწერა, რომელიც ისპონიაში 2018 წელს განხორციელდა.
ანსამბლის მოცეკვავეებმა და მომღერლებმა 45 დღის განმავლობაში იაპონიის 21 ქალაქში 33 კონცერტი გამართეს.
წიგნში ანზორ ერქომაიშვილი დეტალურად აღწერს საგასტროლო შთაბეჭდილებებს. მკითხველს აცნობს იაპონელთა ტრადიციებსა და თანამედროვე ყოფას, მათ სტუმართმოყვარეობასა და ინფორმაციებს „რუსთავის“ კონცერტების ანშლაგების შესახებ.

8 ნოემბერს ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში შედგა გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი.
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩევა. მისი ხელმძღვანელები არიან სერგო ურუშაძე და ნინო რაზმაძე, კონსულტანტები – გიორგი გორდელაძე და თამარ კევლიშვილი.
ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით 2017-2018 სასწავლო წლიდან სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში გუნდმა ოფიციალური სტრუქტურის სახე მიიღო.
გუნდი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულ კონცერტებში და ეპარქიებში აღვლენილ წირვა-ლოცვაში. გუნდს გამოცემული აქვს ორი აუდიოალბომი.

გადაცემის სტუმარი გალობის უნივერსოტეტის გუნდის წევრი გიორგი გორდელაძე.

2019 წლის 7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართა

გადაცემის სტუმარია ნათია აზარშვილი.