#ჩაკრულო - ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი
#ჩაკრულო - ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი

12-13 ოქტომბერს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფ. სამთავისის ტაძრის ეზოში
ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი ჩატარდა.
მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და
ფოლკლორული ანსამბლები.

გადაცემის სტუმრები:
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამუსიკო ფოლკლორია მომართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი და კასპის სალოტბარო სკოლოს გალობის მიმართულების ხელმძღვანელი , ფესტივალის ორგანიზატორი ეკა ყაზარშვილი.

სხვა სიახლეები

16 ოქტომბერს, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ ლატვიაში გამეგზავრა.
ტურნეს ფარგლებში დიდგორი სამ ქალაქში (რიგა, სიგულდა, მაზსალაცა) ლატვიურ ანსამბლ „ერასთან“ ერთად კონცერტებს გამართავს.

აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პირველი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტობრივად გახსნა ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიება პირველი კონცერტით გუანახუატოში, 10 ოქტომბერს.
მეორე კონცერტი „შავნაბადამ“ 12 ოქტომბერს, მექსიკის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში ჩაატარა.
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობა სერვანტინოს მასშტაბურ და ცნობილ ფესტივალზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – კულტურული დიპლომატიის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარებისა და მხარდაჭერის მიზნით, რაც ფესტივალის ფარგლებში არაერთგზის აღნინიშნა და გაჟღერდა, მათ შორის – მექსიკური მასმედიის საშუალებით.

19 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, პროექტის – „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ ,,შავნაბადას“ მოწვევით, თბილისში, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენელთა ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

დატოვე კომენტარი