არჩევნები 2020 - რას ვანიჭებთ ამ არჩევნებზე მნიშვნელობას: იდეებს თუ ადამიანებს
საპარლამენტო არჩევნებამდე სამიოდ თვე რჩება და ჯერ მხოლოდ აქა-იქ თუ შეხვდებით პოლიტიკურ პარტიათა ჩამოყალიბებულ შეხედულებებს, იდეებს, დაპირებებს, რომელთაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებენ. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ ერთი სიახლე უკვე ჩანს: პოლიტიკური ფიგურები თავიანთი ორგანიზაციის სახელით ლაპარაკობენ მოკლედ, კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებით და, პრაქტიკულად, არგუმენტაციის გარეშე. და ეს – უკეთეს შემთხვევაში. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია კი მოქალაქეებს სიტყვას აძლევს, რომ პარტიისგან თამამ დაპირებებს მოისმენენ. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? პოლიტიკური იდეების შეთავაზებას საერთოდ დაეკარგა აზრი? ამომრჩეველს არ აინტერესებს იდეოლოგია და იდეოლოგიით განსაზღვრული სამომავლო სვლები? ამომრჩეველი ფიქრობს უპირატესად სათავისოდ და არა ქვეყანაზე ან საზოგადოებაზე? მოქალაქეს პოლიტიკა აინტერესებს მხოლოდ პირადი სარგებლის მისაღებად და არად დაგიდევს, რა საშუალებებს მიმართავენ საამისოდ პოლიტიკური პარტიები? შერჩა მნიშვნელობა პოლიტიკური პლატფორმების შექმნას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად პოლიტიკური სტრატეგიების ჩამოყალიბებას? მთავარი გახდა პოლიტიკური ფიგურა და არა პოლიტიკური იდეა?
სტუმარი: ლევან ცუცქირიძე, მრავალპარტიული დემოკრატის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: