ღია სტუდია - ლევან ცუცქირიძე: აუცილებელია კომპრომისის მიღწევა
ღია სტუდია - ლევან ცუცქირიძე: აუცილებელია კომპრომისის მიღწევა

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე პარტიების განვითარების კუთხით, რაიმე სიახლე არ ყოფილა – განაცხადა „ღია სტუდიის“ ეთერში აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ. მისი აზრით, კვლავ პრობლემად რჩება შიდაპარტიული დემოკრატია, რის გარეშეც, საქართველოში პარტიები კვლავ ერთ ლიდერზე დამოკიდებულ ჯგუფებად რჩებიან. ლევან ცუცქირიძის თქმით, აუცილებელია გარკვეული კომპრომისის მიღწევა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ იყოს. მისივე აზრით, ასეთ კომპრომისად შესაძლოა იქცეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის საკითხი, რადგან არჩევნებისადმი ნდობის აღდგენის გარეშე, პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ გართულდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: