არჩევნები 2020 – პოლიტიკური შეფასებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

14:49, 01.07.2020
-0:00

საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკური შეფასებისას სტუმარმა განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე ბოიკოტი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. საქმე ისაა, რომ მათ არც აჭარის უზენაესი საბჭოს მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა – იქაც ბოიკოტი გამოაცხადეს. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ არ არის გამორიცხული, ნაციონალურმა მოძრაობამ მთლიანად საარჩევნო პროცესს გამოუცხადოს ბოიკოტი, თუმცა არასდროს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას მსგავსი მეთოდებით წარმატებისთვის არ მიუღწევია.

სტუმარი: რამაზ საყვარელიძე – ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი.

მსგავსი