ღია სტუდია - ლევან ცუცქირიძე: ჩვენი პოლიტიკური კულტურა დეგრადირდება
ღია სტუდია - ლევან ცუცქირიძე: ჩვენი პოლიტიკური კულტურა დეგრადირდება
  • აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ცუცქირიძის აზრით, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, თუ არჩევნებზე მისვლას არ ჩავთვლით, არასოდეს ჩაბმულა პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ აქტივობაში. შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ დეგრადირდება ჩვენი პოლიტიკური კულტურა. თუმცა, იმედს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს, მცირე საფუძველი აქვს. ცუცქირიძის აზრით, საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა, ცუდად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, სამართალდამცავი სისტემა მიკერძოებულია, ხოლო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი შტო კი არ აბალანსებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, არამედ თავად არის ძალაუფლების ვერტიკალის ნაწილი.

რესპონდენტი: ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: