სოციალური ღია სტუდია - ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანია საქართველოში
სოციალური ღია სტუდია - ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანია საქართველოში

25 ნოემბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გარშემო ინფორმირების დონე გაზრდილია. წლიდან წლამდე ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი იმატებს.

„რომელიმე ოჯახში ძალადობის შესახებ მეზობელი თუ სამართალდამცავებს შეატყობინებს, ეს „ჩაშვება“ კი არა, შესაძლოა სიცოცხლის გადარჩენაც კი იყოს – ამიტომ საზოგადოების ჩართულობა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია“ – აცხადებს გიორგი ხატიაშვილი, ექსპერტი და ეროვნული კონსულტანტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით კი, მსოფლიო კამპანიაში სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო.

„ქალთა მიმართ ძალადობა ის თემაა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კამპანიის დასრულების შემდეგაც არ დატოვებს უყურადღებოდ და ჩვენს ყველა პლატფორმას გამოიყენებს პრობლემის მოსაგვარებლად“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

სტუმრები: გიორგი ხატიაშვილი – ექსპერტი და ეროვნული კონსულტანტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში,

თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: