ღია სტუდია - საქართველოს პარტნიორობა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით
ღია სტუდია - საქართველოს პარტნიორობა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით
  • 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გაირკვევა ევროკავშირის პოლიტიკა ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ამ სამ სახელმწიფოს მოლოდინი აქვს, რომ დახმარება ევროკავშირიდან აიზრდება და ხელს შეუწყობს ევროინტერგრაციის პროცესის გაფართოებას.

„საქართველო, რომელიც კარგა ხანს ითვლებოდა ლიდერად ევროინტეგრაციის კუთხით, დღეს პოზიციებს თმობს და არც ისე კარგად გამოიყურება“ – ამბობს საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი შორენა ლორთქიფანიძე. მისი აზრით, დაუსრულებელი პოლიტიკური არასტაბილურობა, პოლარიზაცია, არასანდრო პოლიტიკური ელიტა ევროპელი პარტნიორების მხრიდან კითხვებს იწვევს. ამავე დროს, შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკოსებმა და ხელისუფლებამ რეალური რეფორმების გატარების მოტივაცია დაკარგეს, რაც ასევე პოზიტიურად არ აისახება საქართველოს ევროინტერაციის შესაძლებლობებზე.

სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: