სოციალური ღია სტუდია - უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება სახლიდან გაუსვლელად
სოციალური ღია სტუდია - უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება სახლიდან გაუსვლელად

გაინტერესებთ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ? უკვე სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად – აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სივრცითი ინფორმაციის სამსახურის უფროსი მარიკა აბულაძე.

ამ დღეებში ამოქმედდა მრავალფუნქციური ინტერაქტიური ვებ-გვერდი Maps.gov.ge, რომლის მეშვეობით არა მხოლოდ თქვენთვის საინტერესო ობიექტის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, არამედ შეგიძლიათ ისიც დააზუტოთ, რამდენითაა დაშორებული სავალი გზიდან, ან მეზობელი კორპუსიდან, რამდენია მისი ფართობი, რა ობიექტებია მასთან ახლოს განლაგებული.

ამ ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ტურისტული მარშრუტების დაგეგმვმა, ამ მარშრუტებზე არსებული ისტორიული და კულტურული ობიექტების მონიშვნა.

ვებგვერდი ორენოვანია და ინფორმაციის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი როგორც კომპიუტერით, ასევე პლანშეტით და მობილური ტელეფონით.

სტუმარი: მარიკა აბულაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სივრცითი ინფორმაციის სამსახურის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: