ღია სტუდია - საქართველოში კოვიდპანდემია კვლავ მძლავრობს
ღია სტუდია - საქართველოში კოვიდპანდემია კვლავ მძლავრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განცხადებით, პროგნოზები აჩვენებს, რომ გაზაფხულისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსს კიდევ 700 ათასი ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს.

უახლოეს მომავალთან დაკავშირებით ასეთივე პესიმისტური პროგნოზი აქვს პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, რომლის ვარაუდითაც, კოვიდის ციკლურობის გათვალისწინებით, უახლოეს 2 კვირაში ინფიცირების რაოდენობა საქართველოში გაიზრდება.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში მეტ-ნაკლებად გაიზარდა აცრების რაოდენობა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანაში ვაქცინაციის დონე დაბალია.

„უახლოეს დღეებში ჩვენი თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლებში შეხვდებიან მოსახლეობას და მათ ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნებას შეეცდებიან“ – ამბობს პაატა იმნაძე და ამატებს, რომ სამწუხაროდ, რეგიონებში კოვიდთან დაკავშირებით ფატალისტური დამოკიდებულებაა.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, როცა ადამიანის ახლობელი კოვიდით გარდაიცვალა და მისთვის მრავალრიცხოვან ქელეხს ამზადებენ, სადაც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე ადამიანი ინფიცირდება და იღუპება“ – ამბობს პაატა იმნაძე.

სტუმარი: პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: