არჩევნები 2020 - ბაკურ კვაშილავა: ოპოზიციას „ოცნების“ კანდიდატებთან კონკურენციის გაწევა, გაუჭირდება
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ოპოზიცია იწუნებს და მიიჩნევს, რომ მმართველ ძალაში კადრების დეფიციტია, მაშინ, როცა ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები სწორად შეარჩია.
ბაკურ კვაშილავა: ქართული ოცნების გუნდმა იმდენად წარმატებით გაართვა თავი კორონასთან ბრძოლას, რომ განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არ ჰქონდა და დაეყრდნო კიდეც არსებულ, გამოცდილ კადრებს. „ოცნების“ კანდიდატებთან კონკურენციის გაწევა, ოპოზიციას ნამდვილად გაუჭირდება.
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციის მხრიდან განცხადებების კეთება, რომ ხელისუფლებამ მათ უნდა გადააბაროს ქვეყნის მართვა – ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს სოციოლოგიური კვლევების ფონზე. ღიმილის მომგვრელია ასევე მტკიცება იმისა, რომ თითქოს ქართული ოცნება კადრების დეფიციტს განიცდის. სწორედ არსებულმა კადრებმა განაპირობა პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა და მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ გამოცდილი კადრების მეშვეობით შეძლებს წარმატების მოპოვებას.
სატელეფონო ჩართვა: ბაკურ კვაშილავა – პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: