არჩევნები 2020 - ვახტანგ ძაბირაძე: მმართველმა პარტიამ სწორად შეარჩია მაჟორიტარობის კანდიდატები. მათ გამარჯვების დიდი შანსები ექნებათ, თუმცა ბევრგან მეორე ტურის გამართვაც აუცილებელი იქნება
არჩევნები 2020 - ვახტანგ ძაბირაძე: მმართველმა პარტიამ სწორად შეარჩია მაჟორიტარობის კანდიდატები. მათ გამარჯვების დიდი შანსები ექნებათ, თუმცა ბევრგან მეორე ტურის გამართვაც აუცილებელი იქნება

დღეს მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა და საზოგადოებას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გადაცემაში მონაწილე პოლიტოლოგის, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატებად გამოცდილი კადრები შეარჩია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვლავ ნეგატიურ აქცენტებს უნდა ველოდეთ, თუმცა პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს. გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გუნდმა მას დიდი ნდობა გამოუცხადა, როცა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ის იმ უბნებშია დაბადებული და გაზრდილი, ახლაც იქ ცხოვრობს, ყველას იცნობს და მასაც იცნობენ. მიაჩნია, რომ არჩევნებში გამარჯვება შეუძლია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: