ღია სტუდია - ირაკლი მელაშვილი - „ოცნება“ ახალი კანონით ოპონენტების თავიდან მოშორებას ცდილობს I 02.03.2023
ღია სტუდია - ირაკლი მელაშვილი - „ოცნება“ ახალი კანონით ოპონენტების თავიდან მოშორებას ცდილობს I 02.03.2023

საპარლამენტო კომიტეტებში დღეს უნდა დაწყებულიყო „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული უცხოური გავლენის აგენტების კანონ-პროექტების განხილვა.

ამ ინიციატივის მიზნად „ხალხის ძალა“ მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობას ასახელებს. პოლიტიკის ანალიტიკოსს ირაკლი მელაშვილს აეჭვებს, რომ შეთავაზებული პროექტები გამჭვირვალობის მიზნით შეიქმნა.

მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ცდილობს უნგრული გამოცდილების საქართველოში დანერგვას, როცა ორბანმა ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია ერთ „საფარქვეშ“ გააერთიანა და პოლიტიკური სცენიდან გაისტუმრა.

„ოცნება ცდილობს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვას და ამით ოპონენტების თავიდან მოშორებას. უცხოური გავლენის აგენტების კანონი წითელ ხაზად იქცევა, რომლის გადაკვეთა ცუდად დასრულდება“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: