ღია სტუდია - რუსული პროპაგანდის ეფექტი იკლებს I 08.11.2022
ღია სტუდია - რუსული პროპაგანდის ეფექტი იკლებს I 08.11.2022

უკრაინაში შეჭრას არ შეუცვლია რუსული პროპაგანდის საყრდენები: დასავლეთის დემონიზება, რუსეთის უძლეველობის მითი და მტკიცება, რომ სანქციები ქვეყანას ვერაფერს აკლებს.

ოღონდ ეს პროპაგანდა წარმატებით მუშაობს თვითონ რუსეთში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, თავისუფალი, კრიტიკული მედია, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებიდან ნარჩენებიღა დარჩა. რუსეთის გარეთ პროპაგანდა ვეღარაა ეფექტიანი თუნდ მხოლოდ იმიტომ, რომ ის დარჩენილია სოციალური ქსელების ამარა და იქაც, „ტელეგრამის“ გარდა, შეზღუდულია.

ომმა გაამძაფრა მანამდე ინდიფერენტული მრავალი მოქალაქის ინტერესი უკრაინის მიმართ, რამაც გაზარდა თანაგრძნობა უკრაინისადმი და გაამწვავა ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

სტუმარი: გრიგოლ ჯულუხიძე – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ დირექტორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: