ღია სტუდია - დაძაბულობის ახალი კერა ახლო აღმოსავლეთში I 03.11.2022
ღია სტუდია - დაძაბულობის ახალი კერა ახლო აღმოსავლეთში I 03.11.2022

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანი თავდასხმებს გეგმავს სამეფოზე. ოფიციალური თეირანი ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების უკან საუდის არაბეთს, ისრაელს და აშშ-ს ხედავს.

დამკვირვებელთა აზრით, საუდის არაბეთზე თავდასხმა შიდა პოლიტიკიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იქნება. საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი შოთა თხელიძე არ ელოდება, რომ ირანსა და საუდის არაბეთს შორის სერიოზული სამხედრო დაპირისპირება მოხდეს. მისი ვარაუდით, დაპირისპირება მცირე ფორმატის იქნება.

რაც შეეხება ირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას რუსეთ-უკრაინის ომში, რაც რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემაში გამოიხატება, შოთა თხელიძის განმარტებით, რუსეთსა და ირანს შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიარაღებით ვაჭრობის კუთხით ინტენსიური ურთიერთობა იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: