ღია სტუდია - გამყრელიძე - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივია I 18.01.2024
ღია სტუდია - გამყრელიძე - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივია I 18.01.2024

გრძელდება პარტია „ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში. დელეგაციის წევრების განცხადებით, შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები წარმატებით იყო განხილული.

ამ ვიზიტს კრიტიკა მოყვა საქართველოს ოპოზიციის მხრიდან – ოპოზიცია თვლის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკისგან. ევროპელი დემოკრატების გენერალური მდივანი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ჩინეთთან პარტნიორობენ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი – საქართველოსაც შეიძლება ჰქონდეს განწყობა, ეკონომიკური ურთიერთობები გაამყაროს ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოსთან.

„სხვა საკითხია, რომ ჩინეთს მხოლოდ მსხვილი პროექტები აინტერესებს სხვა ქვეყნებში. ამ კუთხით, დიდია შანსი, მან ინტერესი გამოიჩინოს საქართველოს პორტების მიმართ“. – ამბობს მამუკა გამყრელიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: