პიკის საათი - 25.01.2023
პიკის საათი - 25.01.2023

1) #კოლეგამეგი მაღლაფერიძე

საყვარელი საქმისა და დიდი სამეგობროს ერთგულებით გავლილი 40 წელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) დევიდ შეფის „კარგი ბიჭი“

ამერიკელი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის დევიდ შეფის ნარკოდამოკიდებული შვილის სენთან ბრძოლის ისტორია.

მშობლის სიყვარულისა და ბრძოლის თავგადასავალი.

რესპონდენტები: ლელა კოდალაშვილი – წიგნის მთარგმნელი; დავით კაკაბაძე – მთარგმნელი, გამომცემლობა „სიესტას“ მთავარი რედაქტორი;

მარინა ასათიანი – „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მედია კოორდინატორი;

ზურაბ ოდილავაძე – მწერალი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ედუარდ შევარდნაძე95

რესპონდენტი: რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) TEMPERA – YouTube არხი ქართული მუსიკის პოპულარიზაციისათვის

თითქმის ორი ათეული წელია არქივებში ქართული ესტრადის საუკეთესო და მივიწყებულ ჩანაწერებს ეძებს.

დღეს უკვე მისი არხი საყურადღებო პლატფორმაა ქართული მუსიკის ისტორიის ანალიზისა და წარსულთან ემოციური კავშირისთვის.

სტუმარი: გოგა ქართველიშვილი – მხატვარი; ვინილის კოლექციონერი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) შეხვედრა გურამ პეტრიაშვილთან

მისი ლექსები პირველად ჟურნალ „ცისკარში“ გამოჩნდა XX საუკუნის 60-იან წლებში. მაშინ, როდესაც კონვენსიურ ლექსს განახლება სჭირდებოდა, ლია სტურუასთან და ბესიკ ხარანაულთან ერთად, გურამ პეტრიაშვილმა სრულიად განსხვავებული პოეტური ფორმით მიიქცია ყურადღება.

ბოლო წლებში, როგორც უბადლო მეზღაპრეს, ხან ანდერსენიუწოდეს და ხანაც XXI საუკუნის ოსკარ უაილდი.

რესპონდენტი: ლევან ბრეგაძე – ლიტერატურის კრიტიკოსი; მთარგმნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: