ჩრდილოეთ ირლანდიაში, სასამართლოს შენობასთან ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა

01:39, 21.01.2019

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ავტომობილის განზრახ აფეთქების მიზანი ვინმეს მოკვლა იყო.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ პატარა ჯგუფმა – „ახალი ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ დაგეგმა, რომელიც 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმებას ეწინააღმდეგება და გასულ წლებში რამდენიმე თავდასხმის ორგანიზატორია.

1998 წლის შეთანხმებამ კათოლიკებსა და პროტესტანტებს, მონარქისტებსა და რესპუბლიკელებს შორის 30-წლიანი დაპირისპირების დასრულება უზრუნველყო.

ლონდონდერიში აფეთქება სასამართლოს შენობასთან მოხდა.

მსგავსი