ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის, Business Insider-ის ინფორმაციით, „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ აქციების მკვეთრი ვარდნის გამო მასკის ქონება ტრილიონ დოლარს ჩამოსცდა

14:07, 24.06.2026

კომპანიების „ტესლას“, „სფეის იქსის“ და სოციალურ ქსელ „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის. Business Insider-ის ინფორმაციით, „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ აქციების მკვეთრი ვარდნის გამო მისი ქონება ტრილიონ დოლარს ჩამოსცდა.

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მისი ქონება ამჟამად 957 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც მასკმა SpaceX-ის აქციების საჯარო შეთავაზებამ კომპანიას უზარმაზარი მოგება მოუტანა, მისი ქონება რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა, თუმცა აქიცების ფასები მიმდინარე კვირაში მკვეთრად დაეცა. თუმცა, Business Insider წერს, რომ აქციების ფასების ვარდნის მიუხედავად, კომპანია SpaceX მასკის ყველაზე ღირებულ აქტივად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ტრილიონერის სტატუსის დაკარგვის შემდეგაც კი, მასკი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად რჩება.

მსგავსი