ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში სასამართლოს შენობასთან მანქანა აფეთქდა

02:49, 20.01.2019

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში ავტომობილი აფეთქდა. პოლიციის ინფორმაციით, მანქანაში სავარაუდოდ ბომბი აფეთქდა.

ინციდენტი ქალაქის ცენტრში, სასამართლოს შენობასთან მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, შემთხვევის ადგილს თავი მოარიდონ.

მსგავსი