„პოლიტიკო“ – ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების ე.წ. დაბრუნების ჰაბების გახსნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავენ

11:42, 24.06.2026

ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების ე.წ. დაბრუნების ჰაბების გახსნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი გამოდის. მათი გეგმის თანახმად, იმ თავშესაფრის მაძიებლები, რომელთა განაცხადი არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა, დროებით რუანდასა ან უზბეკეთში გააგზავნონ.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი ცენტრების გახსნა განიხილება უგანდაა.

ამ გეგმის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მიგრანტების განთავსების ცენტრების – ე.წ. დაბრუნების ჰაბების მოწყობას ითვალისწინებს.

ივნისში გავრცელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის წერილი, რომელშიც ისინი ასეთი ცენტრების სწრაფად გახსნას ითხოვენ. მიგრანტების ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გაგზავნას მხარს დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები უჭერენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ე.წ. დაბრუნების ჰაბების მოწყობის შესახებ პირველი შეთანხმებები 2026 წელს უნდა გაფორმდეს, ხოლო 2027 წლიდან ე.წ. დაბრუნების ჰაბებში თავშესაფრის მაძიებლების მიღება დაიწყოს.

მსგავსი