უკრაინაში ილოვაისკში დაღუპულებს იხსენებენ

ვლადიმერ პუტინმა საპენსიო რეფორმა შეამსუბუქა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში უნდა გავიდნენ და არა 63, როგორც საპენსიო რეფორმის პროექტი ითვალისწინებს;

უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში დაღუპულებს იხსენებენ, სადაც ოთხი წლის წინ საბრძოლო მოქმედებებისას ასობით მებრძოლი დაიღუპა;

მოსკოვში უსახლკაროებისთვის უფასო სამრეცხაოს გახსნის თაობაზე, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.