ზვიად პატარიძე ბილ ფარელის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
ზვიად პატარიძე ბილ ფარელის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. სამწლიანი პაუზის შემდეგ, მან ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ, ამჯერად შეერთებულ შტატებში მოიპოვა. ნიუ-იორკში, ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში აშშ-ის დროშით მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ და ამერიკელ მეტოქეებს მოუგო.