ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ფილტვების შეშუპება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი ინტენსიური თერაპია და პოლიორგანული უკმარისობის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ მომენტისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, 19 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.