„ზაფხულის დღის სიზმარი“ – ამ სახელწოდებით „ლისი ვონდერლენდის“ ტერიტორიაზე „სოფთ ეჯექტის“ ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი ჩატარდა. საღამოზე ჯგუფის წევრების მიერ შექმნილი წიგნის – „მაწანწალა“ პრეზენტაცია გაიმართა. პირველად გამოქვეყნდა ბენდის წევრების დაწერილი ტექსტები და ჩანახატები, მათ შორის პეჩოს დღიური, რომელსაც ევროპაში პირველი ტურნეს დროს წერდა. კონცერტზე „სოფ ეჯექტმა“ მსმენელისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა.
ავტორები: ანი ჯობავა, კოტე ნინუა, სანდრო კაციტაძე.
ახალი დღე