ამ წუთებში დაძაბულია ვითარება პარიზის ცენტრალურ ქუჩებში. ყვითელჟილეტიანების აქციაზე ერთმანეთს დემონსტრანტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. მანმადე კი აქციის მონაწილეების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ სამხედროების მობილიზებასაც გეგმავდა.
მოვლენათა ეპიცენტრშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის პარიზიდან ბოლო ინფორმაციას.